ჯანსაღი კვება
ჩია პუდინგი
Chi chi chia bowl⚡️
გსმენიათ რამე ჩიას შესახებ ? თუ არა, ბევრი დაგიკარგავთ .
ჩიას უძველესი დროიდან მიირთმევდნენ აცტეკები და ინკები და სიცოცხლის სიმბოლოსაც კი უწოდებდნენ მას .
ჩია უმთავრესად გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში და მექსიკაში, ხოლო ბოლო დროს მისი მომხმარებელი ევროპაშიც გამოჩნდა და ყველა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, ვეგანი თუ ბლოგერი ეწევა ამ პატარა მარცვლების პოპულარიზაიას .
რით დაიმსახურა ჩიამ ამხელა ყურადღება ?
- 100 გრ. ჩია შეიცავს 630 მგ. კალცს, რაც უმაღლესი ხარისხის ძროხის რძეზე ორჯერ მეტია ;
- იგი გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ;
- ჩიას შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალცი, კალიუმი, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები, შეუცვლელი ამინომჟავები, უჯრედისი და ადამინის ორგანიზმისთვის უამრავი საჭირო მიკროელემენტი ;
- ჩია ომეგა 3-ის შემცველობით თევზსაც კი უსწრებს, ხოლო კალიუმის შემცველობით ბანანს ;
- ჩიას მარცვალს აქვს უნარი, შეიწოვოს თავის რაოდენობასთზე 12ჯერ მეტი სითხე , რაც კუჭში მოხვედრისას იწვევს დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნის მანძილზე და ხელს უწყობს წონის კლებას;
- მის შემადგენლობაში არსებული შეუცვლელი ცხიმები აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ასევე არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და რეკომენდირებულია დიაბეტის დროს .
- ჩია გახლავთ ცილის შეუცვლელი წყარო ვეგანებისთვის და რეკომენდირებულია ორგანიზმის დეტოქსის დროს .
მგონი საკმარისი მიზეზია, იმისათვის, რომ ამ პატარა მარცვალმა ჩვენს სამზარეულოში და საკვებ რაციონში საპატიო ადგილი დაიკავოს , მეთანხმებით ?
სტატიის ავტორი:
ანკა
2019-04-08