×
ფრეშტოქსის კოქტეილები
დეტოქს ნაკრები
ნატურალური ტკბილეული
ვეგანური რძე
თხილის პასტა
pilatesfit

Chi chi chia bowl⚡️ 

გსმენიათ რამე ჩიას შესახებ ? თუ არა, ბევრი დაგიკარგავთ .

ჩიას უძველესი დროიდან მიირთმევდნენ აცტეკები და ინკები და სიცოცხლის სიმბოლოსაც კი უწოდებდნენ მას .

ჩია  უმთავრესად გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში და მექსიკაში, ხოლო ბოლო დროს მისი მომხმარებელი ევროპაშიც გამოჩნდა და ყველა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, ვეგანი თუ ბლოგერი ეწევა ამ პატარა მარცვლების პოპულარიზაიას .

რით დაიმსახურა ჩიამ ამხელა ყურადღება ?

- 100 გრ. ჩია შეიცავს 630 მგ. კალცს, რაც უმაღლესი ხარისხის ძროხის რძეზე ორჯერ მეტია ;

- იგი გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ;

- ჩიას შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალცი, კალიუმი, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები, შეუცვლელი ამინომჟავები, უჯრედისი და ადამინის ორგანიზმისთვის უამრავი საჭირო მიკროელემენტი ;

- ჩია ომეგა 3-ის შემცველობით თევზსაც კი უსწრებს, ხოლო კალიუმის შემცველობით ბანანს ;

- ჩიას მარცვალს აქვს უნარი, შეიწოვოს თავის რაოდენობასთზე 12ჯერ მეტი სითხე , რაც კუჭში მოხვედრისას იწვევს დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნის მანძილზე და ხელს უწყობს წონის კლებას;

 

- მის შემადგენლობაში არსებული შეუცვლელი ცხიმები აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ასევე არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და რეკომენდირებულია დიაბეტის დროს .

- ჩია გახლავთ ცილის შეუცვლელი წყარო ვეგანებისთვის და რეკომენდირებულია ორგანიზმის დეტოქსის დროს .

მგონი საკმარისი მიზეზია, იმისათვის, რომ ამ პატარა მარცვალმა ჩვენს სამზარეულოში და საკვებ რაციონში საპატიო ადგილი დაიკავოს , მეთანხმებით ?

 

სტატიის ავტორი ანკა , 2019-04-08


კომენტარები