×
ფრეშტოქსის კოქტეილები
დეტოქს ნაკრები
ნატურალური ტკბილეული
ვეგანური რძე
თხილის პასტა
pilatesfit
ჯანსაღი კვება 
ჩია პუდინგი
Chi chi chia bowl⚡️  გსმენიათ რამე ჩიას შესახებ ? თუ არა, ბევრი დაგიკარგავთ . ჩიას უძველესი დროიდან მიირთმევდნენ აცტეკები და ინკები და სიცოცხლის სიმბოლოსაც კი უწოდებდნენ მას . ჩია  უმთავრესად გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში და მექსიკაში, ხოლო ბოლო დროს მისი მომხმარებელი ევროპაშიც გამოჩნდა და ყველა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, ვეგანი თუ ბლოგერი ეწევა ამ პატარა მარცვლების პოპულარიზაიას . რით დაიმსახურა ჩიამ ამხელა ყურადღება ? - 100 გრ. ჩია შეიცავს 630 მგ. კალცს, რაც უმაღლესი ხარისხის ძროხის რძეზე ორჯერ მეტია ; - იგი გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ; - ჩიას შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალცი, კალიუმი, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები, შეუცვლელი ამინომჟავები, უჯრედისი და ადამინის ორგანიზმისთვის უამრავი საჭირო მიკროელემენტი ; - ჩია ომეგა 3-ის შემცველობით თევზსაც კი უსწრებს, ხოლო კალიუმის შემცველობით ბანანს ; - ჩიას მარცვალს აქვს უნარი, შეიწოვოს თავის რაოდენობასთზე 12ჯერ მეტი სითხე , რაც კუჭში მოხვედრისას იწვევს დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნის მანძილზე და ხელს უწყობს წონის კლებას;   - მის შემადგენლობაში არსებული შეუცვლელი ცხიმები აუცილებელია გულსისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ასევე არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და რეკომენდირებულია დიაბეტის დროს . - ჩია გახლავთ ცილის შეუცვლელი წყარო ვეგანებისთვის და რეკომენდირებულია ორგანიზმის დეტოქსის დროს . მგონი საკმარისი მიზეზია, იმისათვის, რომ ამ პატარა მარცვალმა ჩვენს სამზარეულოში და საკვებ რაციონში საპატიო ადგილი დაიკავოს , მეთანხმებით ?  

სტატიის ავტორი:
ანკა
2019-04-08

ვრცლად